7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

ქალი

როცა ლიდერის პოზიცია გიჭირავთ, აუცილებელია, რომ ადამიანები პატივისცემით იყვნენ თქვენ მიმართ განწყობილნი. პატივისცემა არ არის ბუნების საჩუქარი, ის თავად უნდა მოიპოვოთ. თქვენი გუნდი შესაძლოა პატივს სცემდეს სამუშაოსადმი თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს ინტელექტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

თუ გსურთ, რომ მათ პატივი გცენ როგორც პიროვნებას, უნდა იმუშაოთ ამისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ადამიანების პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

1. იყავით კეთილი და თავაზიანი - ყოველთვის, ყველას მიმართ იყავით თავაზიანი. როგორც მეუღლის, შვილების, თანამშრომლების მიმართ, ასევე სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებთანაც დღის განმავლობაში გიწევთ ურთიერთობა. მაგალითად, მაღაზიის კონსულტანტის მიმართ. ვიცით, რომ ამაზე საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თუ დღე გქონდათ, მაგრამ თუ გსურთ, რომ ადამიანები პატივისცემით განეწყონ თქვენ მიმართ, მოგიწევთ, თავაზიანობის გამოჩენა მათ მიმართაც. არ დაგავიწყდეთ ღიმილი და მადლობის გადახდა. 

2. მოექეცით ადამიანებს პატივისცემით - თუ ადამიანებს პატივისცემით არ მოექცევით, მათ არ გაუჩნდებათ თქვენ მიმართ პატივისცემა. მოგექცევიან ისე, როგორც თქვენ მოექცევით მათ. ისწავლეთ სხვების მოსმენა და პატივი ეცით სხვების შეხედულებებს. უნდა იცოდეთ, რომ საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე ყველას აქვს და არ შეიძლება თქვენი მოსაზრება მოახვიოთ სხვებს თავზე. 

3. ისწავლეთ მოსმენა - მოსმენის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პატივისცემის მოსაპოვებლად. როცა უსმენთ, თქვენი თანამოსაუბრე თქვენგან ყურადღებას გრძნობს და ამ დროს თქვენ მიმართ ნდობითა და პატივისცემით განიმსჭვალება. როცა ადამიანებს უსმენთ, ისინი თვლიან რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და ეს მათი პატივისცემის მოსაპოვებლად აუცილებელია. 

4. უნდა იყოთ საჭირო ადამიანი - პატივისცემას მოიპოვებთ, თუ ადამიანებს დახმარების ხელს გაუწვდით, თუ სხვის გასაჭირს არ უგულებელყოფთ, გამოიჩენთ გულისხმიერებას და აჩვენებთ მათ, რომ თქვენ მათი დახმარება შეგიძლიათ, რომ საჭირო ადამიანი ხართ. აიღეთ საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა. 

5. ნუ დაიწყებთ მიზეზების ძებნას - თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ქმედებებზე და შეუსრულებელი საქმეების გამო მიზეზების ძებნას ნუ დაიწყებთ. თუ რაიმე საქმე ვერ დაამთავრეთ, ალბათ იმიტომ, რომ არ იყავით სათანადოდ კონცენტრირებული. 

6. დაივიწყეთ სიბრაზე და ემოციურობა - თუ გინდათ ადამიანების პატივისცემის მოპოვება, უნდა შეგეძლოთ ემოციების მართვა. ისწავლეთ, რომ არ გაბრაზდეთ მომენტალურად და მშვიდად შეხვდეთ სირთულეებს. შფოთვითა და დაძაბულობით პრობლემებს ვერ გადაჭრით, პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ დამშვიდებული გონებით შეძლებთ. 


7. იყავით მზად ცვლილებებისთვის - გააანალიზეთ, რომ მუშაობის პროცესი განვითარებას მოითხოვს და ცვლილებების გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ იქნება წარმატებული. მზად უნდა იყოთ გამოწვევებისთვის, ცვლილებებისთვის, მუდამ ახლის სწავლისა და შეცნობისკენ უნდა ისწრაფოდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ სხვების წინსვლა და პროგრესიც აღნიშნოთ და წარმატება სხვებსაც მიულოცოთ.

 

ასევე ნახეთ:

რატომ არ უნდა დატოვოთ ცარიელი ბოთლები მაგიდაზე: ვიწრო ყელს, როგორც გამტარს, შეუძლია ავის მომასწავებელი ენერგიების შემოშვება ოთახში

როგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს