5 ყველაზე საშიში შეცდომა სახლის პირობებში პროდუქტის მომზადებისას

პროდუქტი

ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ პროდუქტების შეძენის შემდეგ მათ სუფთად ინახავს ან ამზადებს. სინამდვილეში, არის რამდენიმე შეცომა, რაც შეიძლება სურსათის მომზადების დროს დაუშვათ და ეს არ იცოდეთ.

1. ხორცის გარეცხვა - მათი გარეცხვის დროს მიკრობებით დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა დააბინძუროს სამზრეულოს ზედაპირები და უფრო გავრცელდეს მიკრობები. პროდუქტის სათანადო დამუშავება სრულიად კლავს მიკრობებს.

2. ხორცის, კვერცხის, ზღვის პროდუქტების არასათანდო თერმული დამუშავება - მიკრობები მაშინ კვდება, როცა სათანადო თერმულ დამუშავებას გადის სურსათი. დაიცავის მომზადების საჭირო დრო და გამოიყენეთ საკვები თერმომეტრი, გაზომეთ სურსათის ტემპერატურა ყველაზე ღრმა ადგილას.

3. საჭმლის დაგემოვნება იმის გასარკვევად გაფუჭებულია თუ არა ის - გაფუჭებულია თუ არა სურსათი, უნდა მივხვდეთ შენახვის ვადით და პირობებით.

4. ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ხორცის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე, ან ცხელ წყალში მოთავსებით არ შეიძლება. გაყინული ხორცი უნდა გალღვეს მაცივრის +ტემპერატურაზე, ან ცივი წყლის გამდინარე ჭავლის ქვეშ.

5. ხილის და ბოსტნეულის არ გარეცხვა - ხილის და ბოსტნეულის გარეცხვა აუცილებელია მაშინაც კი თუ მის გათლას აპირებთ.