4 რჩევა სქროლვის შესამცირებლად

სქროლვა

ბევრს სქროლავთ და ეს ძალიან გაწუხებთ? თუ ასეა, ჩვენ გასწავლით გზებს, რომლითაც სქროლვის სიხშირეს შეამცირებთ. ოღონდ ჯერ დაგვპირდით, რომ პროცესს გაიაზრებთ, რადგან სწორედ ესაა პირველი ნაბიჯი ავტომატური ჩვევის შესაჩერებლად. 

ე. წ. Doomscrolling ხშირად დროის შეგრძნებას გვიკარგავს და ვერც კი ვაანალიზებთ, რომ აღნიშნული ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. არადა, გაუცნობიერებლობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომაც წინასწარ უნდა განსაზღვროთ, რამდენი დროის გატარებას აპირებთ ონლაინ, განსაკუთრებით ახალი ამბებისა და სოციალური მედიის თვალიერებისას. ახლა კი რჩევებზე გადავიდეთ:

1. დააწესეთ ლიმიტები

საკუთარ თავს ლიმიტები უნდა დაუწესოთ, მაგალითად, ეცადეთ, ახალი ამბები დღეში მხოლოდ ერთხელ შეამოწმოთ ან დღის ბოლოს დაელოდოთ ყველა სიახლის გასაცნობად, იმის ნაცვლად, რომ ყოველ წამს ამოწმოთ იგი. ამისთვის 10-15 წუთიც გეყოფათ და ზედმეტადაც არ დაისტრესებით.

ხოლო თუ მხოლოდ თქვენი სურვილი არ კმარა, მრავალი აპლიკაცია არსებობს, რომელიც სქროლვის შესამცირებლად და დროის ლიმიტების დასაწესებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ, მათ შორისაა Forest, Freedom, StayFocused და Opal — ეს აპლიკაციები ტელეფონის გვერდით გადადებასა და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების კეთების შესაძლებლობას მოგცემთ.

2. გათიშეთ შეტყობინებები

საზღვრების დაწესებაში ხელს ახალი ამბებისა და სოციალური მედია აპლიკაციების შეტყობინებების გათიშვაც შეგიწყობთ. გადაუდებლობის შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ, რომელიც ტელეფონის იმპულსურად შემოწმებას სდევს თან. ამგვარად, შეგიძლიათ, თავადვე აირჩიოთ, როდის შეამოწმოთ ახალი ამბები, იმის ნაცვლად, რომ შეტყობინებების ხმებმა დაგირღვიოთ სიმშვიდე. მსგავსი გამიზნული ქმედებები შფოთვის დონეზე დადებითად აისახება, ამიტომაც თქვენი სიმშვიდის დაცვაზე იზრუნეთ.

3. თავი აარიდეთ კონკრეტულ წყაროებს

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი სქროლვის შესამცირებლად კონკრეტული წყაროების თავიდან არიდებაა, მათ შორის ახალი ამბების ფორმატისა და იმ რესურსების, რომლებიც თქვენს შფოთვას ზრდის, იქნება ეს Live ბლოგები თუ სენსიტიური კონტენტი.

მკვლევრები გვეუბნებიან, რომ მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად მონაწილეები ახალი ამბების ორგანიზაციების გამოწერებს აუქმებდნენ, რომ მათ არ სიამოვნებდათ ცუდი ამბების უწყვეტი ნაკადი და სურდათ ამის შემცირება. ხოლო, როგორც კი ამ გავლენას იაზრებდნენ, კონკრეტული შფოთვის გამომწვევი რესურსებიდან თავის არიდებას ცდილობდნენ.

ამაზე დაყრდნობით სპეციალისტები ამბობენ, რომ უფრო მხიარულ ან ნეიტრალურ კონტენტზე უნდა ვფოკუსირდეთ, იმაზე, რომელიც დაგვამშვიდებს და ყველა ნეგატივის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, გამუდმებულ სქროლვას ახლავს თან.

 

4. შექმენით ციფრული ბარიერები

ისეთი ციფრული ბარიერების დაწესება, რომლებიც სოციალური მედიისა და ახალი ამბების აპლიკაციების წაშლას მოიცავს, შესანიშნავი სტრატეგიაა უაზრო სქროლვის შესამცირებლად და ემოციურად გამომფიტავი კონტენტის თავიდან ასარიდებლად. ეს ინდივიდებს მოწყობილობების გამოყენების კონტროლის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც, თავის მხრივ, მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად.

კვლევებიც ამაზე მოწმობს — ახალი ამბების თავიდან არიდებას მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა 36% ცდილობს, ამას კი ტელევიზორის გათიშვით ახალი ამბების სოციალური მედიის გამოწერის გაუქმებით, შეტყობინებების გათიშვით და სიახლეების ნაკლები სიხშირით შემოწმებით ახერხებენ. ამასთან, თავს არიდებენ თემებს, რომლებიც მათზე ნეგატიურად ზემოქმედებს.