პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" მეხსიერების გაუარესების ყველაზე ხშირ მიზეზებს ასახელებს და საუბრობს იმაზეც, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა:
- პირველი მიზეზი სისხლში ქოლესტეროლის დიდი რაოდენობაა. თუ ქოლესტეროლის მაღალი დონე გექნებათ, სისხლძარღვებში ჩალაგდება, სისხლძარღვები შევიწროვდება, თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ მიიღებს და მეხსიერება გაგიუარესდებათ. ქოლესტეროლის დონის დაწევით, მეხსიერება გაგიუმჯობესდებათ.
მეორე მიზეზი შესაძლოა, მაღალი არტერიული წნევა იყოს. წნევა თუ მაღალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქსოვილები სისხლს დიდი რაოდენობით მიიღებს. სინამდვილეში, პირიქითაა. ამიტომ, წნევის დაწევით მეხსიერებას გაიუმჯობესებთ.
მესამე მიზეზი შაქრიანი დიაბეტია. თუ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, გლუკოზა ნეირონებიდან წყალს გამოწოვს და ნეირონები ვეღარაფერს გააკეთებენ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ დიაბეტის პრობლემა მოაგვაროთ.
მეოთხე მიზეზი შესაძლოა, ორგანიზმში D ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა იყოს. თუ ორგანიზმში D ვიტამინი ცოტაა, ეს ასაკთან ერთად, მეხსიერებაზე აისახება და გაგიუარესდებათ.
ასევე ნახეთ:
⇒ „ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს