„29 ოქტომბრიდან, დაახლოებით 5 ნოემბრამდე გვაქვს დრო...“ - როგორ ავისრულოთ სურვილები

მედიტაცია

ნათელმხილველი და პარაფსიქოლოგი მარიამ ციმინტია ტვ-პირველის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს იმაზე, თუ როგორ ავისრულოთ სურვილები.  
 

„25-28 ოქტომბრამდე უნდა შევეცადოთ, რომ არაფერი გავაკეთოთ და დავისვენოთ, რადგან ძალიან ნეგატიური დღეებია. თუმცა, 29 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე - არის ზუსტად ის პერიოდი, როცა შეგვიძლია მივიზიდოთ წარმატება, ბედნიერება და ყველაფერი ის, რაც გვინდა. ამისთვის საჭიროა, რომ განმარტოვდეთ სახლში, გამორთოთ ტელეფონი. კარგად ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები, იყოთ ძალიან კონკრეტულები და საკუთარ თავს ესაუბროთ აწმყო დროში. აი, მაგალითად, თქვით „მე უკვე მაქვს ცხოვრებაში დიდი სიყვარული“ და არა „მე მინდა მქონდეს ცხოვრებაში დიდი სიყვარული“. შემდეგ წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დახუჭეთ თვალები და 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა საჭიროა, რათა ჩვენი ორგანიზმი გასუფთავდეს. სანამ ჩვენ სურვილს მივიზიდავთ, უნდა გავსუფთავდეთ.  შემდეგ ნათლად წარმოვიდგენთ ჩვენს სურვილს და ამჯერადაც ვაკეთებთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას“,- ამბობს მარიამ ციმინტია ტვ-პირველის ერთ-ერთ გადაცემაში.