დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე 2 პროდუქტს ასახელებს, რომელიც მაღაზიიდან სახლში არასოდეს არ უნდა მიიტანოთ.
„2 პროდუქტი, რომელიც არასოდეს არ უნდა მიიტანო მაღაზიიდან სახლში და თუ მას დაინახავ სუფრაზე, უნდა მოერიდო...
მე ვარ ექიმი, ონკოლოგი და ჩემთან ხშირად მოდიან პაციენტები მსხვილი ნაწლავის სიმსივნით, მათი ახლობლები მეკითხებიან თუ რა უნდა გააკეთონ, რომ მათაც არ დაემართოთ ეს დაავადება.
ჩემი რეკომენდაცია ასეთია: მოერიდეთ დამუშავებულ და მით უმეტეს შემწვარს, რადგან მათში ძალიან ბევრია ნიტრატები, ნიტრიტები, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები და სხვა.
ესენი კი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დეენემის დაზიანების ხარისხს და საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი 45 წელს გადააბიჯებს სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს, ამიტომაც მოერიდეთ.
მით უმეტეს შემწვარი, ანუ მოიაზრება საქონლის ხორცი, ეს შემწვარი ხორცი ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს, რადგან მასში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების ფორმირებას და ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, შემდეგ კი სიმსივნის განვითარებას...
თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მასთან ერთად მოიხმარო ბოსტნეული და ხილი, რადგან მათში შემავალი ბოჭკოები აჩქარებენ პერესტალტიკას და შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.