პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორსულობა — მაგიური დრო, როდესაც საკუთარ სხეულში ახალ ადამიანს ზრდი. პეპლები, ყვავილები და მზე. ხომ ასე გგონიათ, არა? ფილმებიდან, სერიალებიდან და რეკლამებიდან ხომ გამოგვიჭედეს საკმარისად ორსულობის ჯადოსნურობით ყურები?! სინამდვილეში ყველაფერი არც ასეთი არაჩვეულებრივია. აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, ორსულებს იმაზე მეტი უტაქტო კომენტარის და უსიამოვნო ხელის შეხების მიღება გვიწევს, ვიდრე არაორსულებს. წარმოგიდგენიათ, რომ ქუჩაში შემხვედრმა ნაცნობმა უცებ გაუფრთხილებლად მუცელზე ხელის ფათური დაგიწყოთ? ჩვენს ცხოვრებაში ეს დღეში ერთხელ თუ არა, კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც ხდება.
აი, ფრაზები, რომლებიც ორსულებს ხშირად გვესმის. ამ ფრაზების მთქმელების სახელებს ცალკე ვიწერთ შავ სიაში და ვიმახსოვრებთ, რომ არასოდეს გავაკაროთ ბავშვი, როდესაც დაიბადება.
1. რა ლამაზი ორსული ხარ, შენ სულ ორსულად უნდა იყო!
სულ ორსულად რატომ უნდა ვიყო? ეს რა წყევლაა?
2. გოგოს მუცელია/ბიჭის მუცელია!
მესმის, რომ თვალში რენტგენი გიყენია, მაგრამ არ არსებობს ბავშვის სქესის მიხედვით მუცლის ფორმის დადგენილი სტანდარტები.
3. თაფლს ნუ ჭამ, დორბლიანი ბავშვი გეყოლება.
დორბლი, ანუ ნერწყვი, ყველა ადამიანს აქვს. დედის მიერ ნაჭამ თაფლთან, ნეკერჩხლის სიროპთან თუ ჩიას პუდინგთან ნერწყვის რაოდენობა არანაირ კორელაციაში არაა.
4. კაჭკაჭის ფრთა უნდა იშოვო, იღლიაში ამოისვი და ბავშვი მალე დაიწყებს ლაპარაკს.
თავად რისი ფრთა ამოგისვეს ნეტა, ასეთი სისულელეების დაჯერება რომ დაიწყე?
5. ჩემს მეზობელსაც ზუსტად ასე ჰქონდა ჭიპი და ბოლოს მკვდარი ბავშვი გაუჩნდა!
... მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის, უახლოესი ორი თვე ვეღარ დავიძინებ.
6. ფეხი ფეხზე არ გადაიდო, ბავშვი გაიგუდება.
ფეხის ფეხზე გადადება ზოგადად სასარგებლო არაა, მაგრამ ბავშვის გაგუდვასთან არანაირი კავშირი არ არსებობს.
7. თმა არ შეიჭრა, ბავშვს სიცოცხლეს უმოკლებ!
თმა რომ გადავიპარსო, ბავშვი მთლიანად გაქრება?
8. არაუშავს, შემდეგი ბიჭი გეყოლება.
"არაუშავს"?!
9. რამდენი კილო გაქვს უკვე მომატებული, 17? 20?
მე ახალ ადამიანს ვაკეთებ. შენ რითი იმართლებ თავს?
10. ცოტა ღვინო დალიე, დღეში ერთ ჭიქას არაუშავს, წამალივითაა!
ასევე ნახეთ:
21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
“+19, +21 გრადუსამდე დათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი