“+19, +21 გრადუსამდე დათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

amindi

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

ბოლო დღეებია ატმოსფერული ვითარება ასახავს ამინდის წინააღმდეგობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მეტეო პარამეტრებს ეტყობა გარდამავალი სეზონის მოახლოება, ერთი მხრივ დასავლეთში გვაქვს ქარიანი, მაგრამ თბილი და მზიანი ამინდი, აღმოსავლეთში კი ცივი და მცირე ნალექიანი.

ხვალიდან ამინდი შედარებით უფრო სტაბილური და წყნარი იქნება, ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში დაიწყებს კლებას 32 მეტრ წამიდან – 17-22 მეტრ წამამდე.

უახლოეს დღეებში – აღმოსავლეთში დღის ტეპერატურა რამოდენიმე გრადუსით მოიმატებს და +9, +11 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი +19, +21 გრადუსამდე დათბება.
მიუხედავად არასაუკეთესო ამინდის პირობებისა, უჩვეულო არაფერი არ ხდება, მსგავსი მეტეო სიტუაციის შექმნა არ არის უჩვეულო ჩვენი ქვეყნისთვის და არც თუ იშვიათადაა.

გისურვებთ უსაფრთხო და მშვიდ დღეებს და რაც მთავარია ბევრ მზის სხივს, რომელიც უხვად გვექნება“,- წერს ფარტენაძე.