"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
შესაძლოა, ზოგჯერ ვერც წარმოვიდგინოთ, თუ რამდენ საიდუმლოსა და ინფორმაციას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი. როგორც წესი, ყველა მოვლენა, განცდა, მოგონება ადამიანის გონებაში სამუდამოდ რჩება და შეიძლება, ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად გაგვახსენდეს. ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი ჩვენს ქვეცნობიერში დამალულ ინფორმაციას ზუსტად აღწერს. წესები ძალიან მარტივია. შეხედეთ ფოტოს და დაიმახსოვრეთ ის, რაც პირველად დაინახეთ. შემდეგ კი განმარტებას გაეცანით.
თავის სილუეტი პროფილში
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აღგიქვამენ სხვა ადამიანები. ისურვებდით, რომ ყველა ისეთს გიცნობდეთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. თუმცა, იმის გამო, რომ მათი მოლოდინები გაამართლოთ, ზოგჯერ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს თრგუნავთ და მხოლოდ სხვების ინტერესების გათვალისწინებას იწყებთ. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია, ყველა ადამიანს მოსწონდეთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორი იდეალური ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც თქვენზე უარყოფით ფრაზებს იტყვიან. მუდმივად სრულყოფილებისკენ სწრაფვა და იმაზე ფიქრი, რომ არავის აწყენინოთ, უყურადღებოდ არავინ დაგრჩეთ, სინამდვილეში, დიდ სტრესს გაყენებთ. იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის და თქვენს სურვილებს ნუ უგულებელყოფთ.
ხე, რომელსაც ტვინის ფორმა აქვს
მრავალი საუკუნის წინ რომ დაბადებულიყავით, ძველ ბერძენ ფილოსოფოსს აუცილებლად დაემსგავსებოდით. ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ და თქვენთვის ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად გინდათ, რაღაც ახალი ისწავლოთ და აღმოაჩინოთ. ახლობლები და ნათესავები თქვენით ყოველთვის ინტერესდებიან და იციან, რომ თქვენთან ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისაუბრონ, მიიღონ მხარდაჭერა და სწორი რჩევები. თვითგანვითარებაზე ხართ ორიენტირებულნი და მატერიალურ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობთ. არ გაინტერესებთ, მანქანა და ძვირად ღირებული ნივთები. მთავარია, შინაგანად როგორ გრძნობთ და აღიქვამთ საკუთარ თავს. თუმცა, ცხოვრებისეული ბალანსისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარშემო არსებულ ფაქტორებსაც გადახედოთ ხოლმე და დროს ძალიან არ ჩამორჩეთ.
ფრინველები და ბუნებათქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ცდილობს, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს და ზედმეტად არ ჩაუღრმავდეს სხვადასხვა პრობლემასა თუ გამოწვევას. სრულად იღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ და არ ცდილობთ, ვინმეს გამო შეიცვალოთ. არ გადარდებთ, მოსწონხართ, თუ არა საზოგადოებაში და არც არსებულ სტანდარტებს აქცევთ ყურადღებას. ხანდახან გეჩვენებათ, რომ გარემოსთან შეგუება ძალიან გიჭირთ და გაქცევა გინდებათ. გიყვართ მოგზაურობა და ახალი თავგადასავლების ძიება. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებით, ამის გამო ადამიანებს თქვენთან მეგობრობა და რომანტიკული ურთიერთობის წამოწყება უჭირთ. თვითგანვითარება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მატერიალურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევთ. საკმარისი ფული უნდა გქონდეთ, რომ იმოგზაუროთ და ახალი სამყარო აღმოაჩინოთ.