„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
დღეს გამოქვეყნდა კვლევა ქვეყნების მიხედვით სტაბილური ბიზნეს რეგულაციების რეიტინგის, სადაც საქართველო ევროპის მასშტაბით მე-7 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 7 ადგილით კიდევ დაწინაურდა და ასწრებს 33 ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრია, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებსაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, წლებია საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ კომფორტს უქმნის ბიზნესს იმისთვის, რომ აწარმოოს გარკვეული საქმიანობები, გააფართოოს საქმიანობა და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ერთი წელია ყველანაირად ცდილობენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პირდაპირი გაგებით ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს ვერ შეძლეს, მაგრამ შეეცადნენ ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რომ ნეგატიური წარმოდგენა შეექმნათ მოსახლეობაში ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
ამის საპირისპიროდ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს საქმის კეთებას და ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლას აგრძელებს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის კვლავაც საინტერესო არის და უფრო მეტად იქნება ამ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, იყო სწორედ ეს 6 მილიარდ ნახევრიანი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად უკვე დაიწყო ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლაზე პარლამენტში.
„ბატონ პრემიერს არც ერთი პლატფორმა არ დაუტოვებია, რომ ამ თემაზე არ ესაუბრა, ალბათ ბოლო პლატფორმა იყო პარლამენტი, სადაც კიდევ ერთხელ განმარტა დეტალურად, თუ რა სიკეთის მომტანი იქნება აღნიშნული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის ისეთ თემაზე სპეკულაცია, რომელიც ღიმილის მომგვრელია. ეს არის უარგუმენტო საუბარი, რომელსაც დღეს პრემიერმა არგუმენტირებული ფაქტები დაუპირისპირა“, - განმარტა ზვიად შალამბერიძემ.
შალამბერიძის თქმით, მიუხედავად პრემიერის დასაბუთებული განმარტებისა ინვესტიციის თემაზე, ოპოზიციის დღის წესრიგის შეცვლის იმედი არ აქვს.