1765919119
ზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არაულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში
„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება”.
მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.
„კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება...
ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში !
კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!” - წერს ქადაგიძე.











