სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1706555509
ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ "ეუთომ" დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო! - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ჩუმად პარლამენტში შეპარვას დაიწყებს, ვინაიდან, როცა უსამშობლო აგენტი ხარ, საკუთარ თავზე, ამომრჩეველსა და რეპუტაციაზე არ ხარ დამოკიდებული.
“ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ "ეუთომ" დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო! მდაა, ახლა რაღას აპროტესტებს ეს საცოდაობა, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჰქვია? მოკლედ, ახლა დაიწყება ნაძალადევი "პუფიზაცია", ჩუმად პარლამენტში შეპარვები და გინების სამართლიანად "შეწერა". ასეა, როცა უსამშობლო აგენტი ხარ და საკუთარ თავზე, საკუთარ ამომრჩეველზე და საკუთარ რეპუტაციაზე არ ხარ დამოკიდებული.” - წერს ზურაბ ქადაგიძე.