ზურაბ ქადაგიძე: ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით და ა.შ. რომ მისთვის სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ მაგალითია, როგორც სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ გავრცელებულ ინფორმაციას „საპენსიო სააგენტოს“ მიერ Facebook-ში, ინფორმაციის გასავრცელებლად, რეკლამის ყიდვის აუცილებლობაზე.

ქადაგიძის თქმით, მთელი სკანდალია, რომ ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით და ა.შ, რომ მათთვის სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როგორც სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა.

„ეს ნაგლი პროპაგანდისტები.

მთელი სკანდალია, რომ ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით და ა.შ - რომ მისთვის სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როგორც სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა, და ესენი საპენსიო სააგენტო ფეისბუკზე რატომ ბუსტავს თავის ინფორმაციასო“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.