ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში
1773490725
სათქმელად მარტივია და გასაგებია, რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს. უბრალოდ, ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა დაიხატოს, როგორ უნდა მივიდეთ მაქამდე, იქიდან საიდანაც მოვდივართ, როცა ყველა ერთმანეთს დედას აგინებს და ტალახს ესვრის მანდ არის ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტი. მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიღაცებს სხვა ხედვა აქვს, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია. მისივე თქმით, „ე.წ. რვიანს, დაწყებული ჰქონდა რეგისტრაცია, პლატფორმა შეგიძლია გააკეთო, სადაც აუხსნი ადამიანებს, რომ ყველა ვრეგისტრირდებით აქ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთო გაერთიანებაზე. თქვენ გაძლევთ, უფლებას გადაწყვიტეთ, ვინ იქნება ლიდერშიფი“.
„ეს არ გაგრძელდება სამი წელი. მე რომ გამოვედი გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე მოვყვები მეთქი ჩემი აზრით რა არის სწორითქო და მათ შორის, გამოვედი და საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ახლა ამ კვირაში არა და იქით კვირაში გამოვალ მოყვებითო და მერე ხალხი გადავაგდე. მარტივი მიზეზის გამო გადავაგდე... ანუ არ გადამიგდია იმ გაგებით, რომ სადღაც ეთერებში რაღაცები მოვყევი, მაგრამ როგორც უნდა მომეყოლა ის არ გამიკეთებია და არ გავაკეთე იმის გამო, რომ ჩავთვალე, რომ არასწორი იქნება, შვიდთვიანი იზოლაციის მერე მე თვითონ ახლა რაღაცები მოვყვე პირდაპირ. მათ შორის, ახლაც, ამ წუთშიც მგონია, არასწორი იქნება, რომ მე რაღაცები მოვყვე, როცა ჯერ ერთი საუბარი მიდის ახლაც პარტიებს შორის და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პარტიებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პლუს კონკრეტულად ახლა იქითა კვირაში გამოდის მაგალითად, გიორგი ვაშაძე ციხიდან, იმის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში გამოდის ნიკა გვარამია ციხიდან და მინიმუმ რაც ვიცი რომ შემდეგ ორ კვირაში ეს ორი ადამიანი გარეთ იქნება, არასწორი იქნება დავდგეთ მე ან თუნდაც ვინმე და მოჰყვეს სანამ ეს ხალხი გამოვა და მასთან დაილაპარაკებ რომ ეს კი არა, ეს არის გზა. რაღა დარჩა, ამდენი ხანი თუ ვითმინეთ, ეს ორ კვირაც დაველოდოთ, გამოვიდნენ ეს ადამიანები გარეთ ჩაერთვებიან პროცესში“- განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი
ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ადამიანების კრებული, რომლებსაც აქვთ გასაგები გზა როგორ მივდივარ გამარჯვებამდე. თუ დავინახე ასეთი გზა და ასეთი ადამიანები, მაშინ ჯარიმასაც გავრისკავ, შეიძლება ციხეც გავრისკო და გამოვალ, მაგრამ თუ ვერ დავინახე კრებული ადამიანების და გასაგები გზა, მაშინ არ ვრისკავ- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მან პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ საკმარისი არ არის, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკოსებს ვერ გამოჰყავს საკმარისი ხალხი.
„ჩვენ ხომ პრობლემა მაგაში გვაქვს. ხათრი იმიტომ ვახსენე, რომ ადამიანს მე რომ ველაპარაკები ვარწმუნებ, რომ აი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რომ გამოიყვან ერთხელ და რომ ანახებ, რომ წინასთან შედარებით უკვე პირობითად ორჯერ მეტი ვიყავით, მერე ისიც უნდა ჩაერთოს პროცესში, შემდეგ კვირაში იმან უნდა აკეთოს იგივე, იმან აიღოს ტელეფონი და იმანაც უნდა ურეკოს, ხალხის ჩართულობა მარტო ის კი არაა, რომ ქუჩაში გამოხვედი, ადამიანებს უნდა აუხსნა, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ისეთი დემოკრატია, სადაც ბიულეტენით წყდება ამ ქვეყნის ბედი. სამწუხაროდ, სამწუხაროდ ჩემმა თაობამ, ჩემ წინა თაობამ, ჩემს შემდეგმა თაობამ ეს ქვეყანა ვერ მივიყვანეთ მაქამდე და ამიტომ ყველას გვაქვს სხვა სამუშაოც. გარდა იმისა, რომ არჩევნებზე რაღაცას ვაკეთებდით, ახლა მუშაობა არის ბრძოლა, ქუჩაში გამოსვლა და პლიუს ჩვენ გარშემო ხალხის დარწმუნება, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგის მიტოვება იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ და პოლიტიკოსებმა გამოიყვანონ ხალხი, ვერ გამოგვყავს პოლიტიკოსებს საკმარისი ხალხი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.