ზურაბ აბაშიძე: მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოში არ უნდა, ეს ადამიანები რომ მოიყვანოს ხელისუფლებაში - აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეგუება ამ რეალობას, მოუწევთ ისევ პარლამენტში შემოსვლა და თავიანთ საქმიანობის გაგრძელება

ზურაბ აბაშიძე

ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ძალიან ნათელი იყო ოპოზიციის დამოკიდებულება, ისინი ძალიან ხმამაღლა ამბობდნენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ „დღის ქრონიკასთან“ ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.

მან, 2020 წლის არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ეს უკვე ნანახი სცენარია“ და ყველაფერი ისევე დასრულდება, როგორც 4 წლის წინ, როდესაც ოპოზიცია, მუქარის მიუხედავად შევიდა პარლამენტში.

„დარწმუნებული ვარ ღრმად იმაში, რომ ეს საკითხი, რომელიც ახლა დგას ოპოზიციის შესვლა-არ შემოსვლის საკითხი, ესეც მათ მხოლოდ და მხოლოდ უნდათ იმისათვის, რომ შექმნან ფონი, ის ამომრჩევლები, რომლებიც შესაძლოა აბსოლუტურად გულწრფელად უჭერენ მათ მხარს და სჯერათ, რომ ეს ოპოზიცია იმსახურებს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ აქ უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოში არ უნდა ეს ადამიანები, რომ მოიყვანოს ხელისუფლებაში, არ ხედავენ მათ, რომ მათ მართონ ქვეყანა, აქედან გამომდინარე ისინი შეეგუებიან ამ რეალობას, მოუწევთ ისევ პარლამენტში შემოსვლა და თავიანთ საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.