ზურა ჩხაიძე: საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან

ზურა ჩხაიძე

საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან.

„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა.

აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.