ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს 6 ნიშანი ერთ დღეში შეცვლის თავის ცხოვრებას
1756403332
USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის აღიარებას, რომ ათობით მილიონი დოლარი უკრაინასა და მოლდოვაში გარე ძალების პოლიტიკური ინტერესების გატარებას მოხმარდა ეხმიანებიან „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა ამბობს, რომ სამანტა პაუერის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ძალების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობებსა და ცხადყოფ მათ მიზნებს.
„ის ამბობს, რომ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის თანხა დაიხარჯა. სწორედ ეს ემსახურებოდა იქაც რევოლუციური სცენარების წარმართვას. ეს თვითონ აღიარა და ყველამ ნათლად დავინახეთ. ეს უკვე საზოგადოების შესაფასებელია ახლა რა უნდოდათ ამ მომენტში საქართველოსგან. მარტივი არის, აქ უკვე ლოგიკურად ჯაჭვი ისე ეწყობა, რომ საქართველოშიც ანალოგიური სცენარის განვითარება უნდოდათ, რაც ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაუშვა“, - განაცხადა რურუამ.
USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში სამანტა პაუერი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ის ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის დამატებით ათობით მილიონი დოლარი გადაირიცხა.