დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე დაიწყო.
„19 ნოემბერს დილით მოხდა ინციდენტი, რის გამოც დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც გავრცელდა როგორც სოციალურ მედიაში, ისე ჩვენს საიტზე, ჰქონდათ გარკვეული კითხვები. სავარაუდოდ, ეს ეხება ხელის შეშლის ფაქტს, რომელიც მოხდა გამთენიას, აქციაზე მუშაობისას. მე კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე დამიკავშირდნენ, მაგრამ იქამდეც იყო ჩვენი ჟურნალისტების, სხვა მედიასაშუალებების მიმართაც ხელის შეშლის ფაქტი“, - განაცხადა შალვა სუმბაძემ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 18-19 ნოემბერს, აქციის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.