„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ხელშეშლა, განურჩევლად იმისა, რომელი ტელევიზიაა ეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება თუ სხვა ტელევიზია, მნიშვნელობა არ აქვს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი საქმე აკეთონ თავისუფალ გარემოში, გაავრცელონ ინფორმაცია და ამის ხელშეშლა დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და მედიას მისცენ თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება.
„სიძულვილის ენა ჩემთვის მიუღებელია. ადგილი თუ აქვს ხელშეშლას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მედიას ვინმემ ხელი შეუშალს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, ვიღაცისთვის როგორიც არ უნდა იყოს მედია, მისაღები თუ მიუღებელი. ჩვენ ახლა ცხოვრება გვიწევს იმ გარემოში, სადაც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია და ამ პოლარიზებულ გარემოში მედიაც შესაბამისად პოლარიზებულია. გასაგებია, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ერთმანეთის გაშუქების სტანდარტი, სიუჟეტი თუ აზრი, მაგრამ ამის მიუხედავად, კანონი და კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ ყველას გამოხატვის თავისუფლებას პატივი ვცეთ და მედიას მივცეთ საშუალება, გააშუქოს მოვლენები იმდაგვარად, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019