+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა ზაზა შათირიშვილის წერილი. ვრცელ ტექსტში ნათქვამია, რომ ტრამპი ზუსტად ისევეა იძულებული, დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და "დიფ სთეითს", როგორც ბაიდენი.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, ზაზა შათირიშვილმა, "დიფ სთეითის" თემების შეფასებას და რაღაც კონსპირაციის თეორიებში ჩაძირვას, სჯობს, იფიქროს ბავშვთა შიმშილზე, სიღარიბეზე, ინფლაციასა და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებაზე.
"ის საკითხები რომლებზეც მსჯელობენ, თუნდაც ვიღაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ჯერ ფილოსოფიის მთავარ საკითხებზე იფიქროს. "დიფ სთეითის" თემების შეფასებასა და რაღაც კონსპირაციის თეორიებში ჩაძირვას, სჯობს, იფიქრონ ბავშვთა შიმშილზე, სიღარიბეზე, ინფლაციაზე და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებაზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.