ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
დღეს არჩევანი არის ან სუვერენიტეტი ან შენ უკვე აღარ ხარ ისტორიის სუბიექტი, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.
მისი თქმით, დგება მომენტი, როდესაც უნდა აირჩიო ომი თუ მშვიდობა და ქართველმა ხალხმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მას არ უნდა მონაწილე იყოს სხვისი გეოპოლიტიკური თამაშის.
„შევხედოთ საქართველოს და შევხედოთ ჩვენს მეზობელ სომხეთს. დავინახავთ, რომ ერთ შემთხვევაში გვაქვს ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც ასეთი დიდი კულტურის ერი რაღაც მომენტში აღარ არის ისტორიის სუბიექტი. წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე ვართ, საქართველოს არჩევანი სრულიად სხვანაირია აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი პატარა ქვეყანა ამას გაბედავდა. მაგრამ მთელი მომენტი იმაში კი არ არის სიდიდესა და სიპატარავეში, ეს არის ან ხარ ან არა ხარ, სუბიექტი ან ხარ ან არა ხარ. თურმე მეგობრობა რა არის, რომ შენ უნდა გადახტე უფსკრულში, თუ შენ უფსკრულში არ ხტები ე.ი. აღარ ხარ მეგობარი?! დგება სიტუაცია, როდესაც „ომი და მშვიდობა“, „ყოფნა და არყოფნა“, ყველაფერი ხდება აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგები. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მას არ უნდა შეეწიროს სხვის გეოპოლიტიკურ თამაშს. მას აქვს სიცოცხლის და თვითგადარჩენის ინსტინქტი“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.