ცოტნე ანანიძე: რადიკალები ჩეჩნების დემონიზაციას ცდილობენ. დისკრიმინაციასთან ერთად, დაავიწყდათ, რომ ჩვენი პირველი, დევნილი პრეზიდენტი, გროზნოში ჩავიდა

ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევის შესახებ ოპოზიციის აქტივისტების შეფასებებს ეხმაურება.

როგორც ანანიძე წერს, „რადიკალები ჩიმაევის და ზოგადად, ჩეჩნების დემონიზაციას ცდილობენ.“

„რადიკალები ჩიმაევის და ზოგადად, ჩეჩნების დემონიზაციას ცდილობენ.დისკრიმინაციასთან ერთად, დაავიწყდათ, რომ ჩვენი პირველი, დევნილი პრეზიდენტი, გროზნოში ჩავიდა“, - წერს ანანიძე.