ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს შენობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.