„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ცივილიზებული მსოფლიოს უდიდესი ნაწილი უკვე კარგა ხანია მიეჩვია, რომ დასავლურმა ლიბერალიზმმა, რომელიც წლების წინ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, დროთა განმავლობაში სახე და ბუნება იმდენად იცვალა, რომ ლამის საკუთარი არსის საწინააღმდეგო ცნებად იქცა. ამის დასტურად, ბოლო წლების ტენდენციებს თავი რომ დავანებოთ, სულ ახლახან მომხდარი შემთხვევებიც გამოდგება, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, მილიონობით ევროპელის სათქმელი გააჟღერა, როდესაც ისაუბრა დასავლეთ ევროპაში ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის ან დაკავების შემთხვევებზე, თუ ისინი ტრადიციული ოჯახის მომხრე, მასობრივი მიგრაციის მოწინააღმდეგე ან ლგბტ იდეოლოგიის შესახებ ეჭვნარევი მოსაზრების მქონე არიან.
შათირიშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გაიხსენა, რომელმაც უკრაინისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირება მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ.
„მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, დასავლური ლიბერალიზმის კრიტიკით ევროკავშირის წევრი ქვეყნის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოირჩა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა იმ უსიამოვნო სიმართლეზე, რომლის მოსმენაც არავის სურს.
ვიქტორ ორბანმა, პრაქტიკულად, მილიონობით ევროპელის სათქმელი გააჟღერა, როდესაც განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის, ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ, თუკი იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ. უფრო მეტიც, კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, თუ ლგბტ იდეოლოგიაზე ეჭვნარევ მოსაზრებას გამოხატავ, რაც ჰომოფიბიად და დისკრიმინაციად არის შერაცხული, უდიდესი ალბათობით და გერმანული პოლიციის ძალისხმევით - გისოსებს მიღმა აღმოჩდებით, თანაც საკმაოდ დიდი ხნით.
დასავლური ლიბერალიზმის ეს მანკიერი, ახალი მხარე, რომელიც თავისუფლების ნაცვლად, ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებასა და ჩაგვრასთან არის დაკავშირებული, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში - ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდა, სტანდარტად, რომლის დაცვასაც არა მხოლოდ ამ გაერთიანებაში შემავალ, არამედ, მისი წევრობის კანდიდატებსაც საჯაროდ სთხოვენ.
როგორ შეიძლება აქ არ გავიხსენოთ ასევე რამდენიმე დღის წინანდელი პოლიტიკური სკანდალი, როდესაც შვედეთის პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი უნდა დაარეგულიროს, რითაც, ფაქტობრივად, ლგბტ თემის ლეგალიზება მოსთხოვა.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შეუთვალა უკრაინის ხელისუფლებას - ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაუშვებთ, ევროკავშირში არაფერი გესაქმებათ!“ - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში