„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელიც აქციის მონაწილე ქალბატონზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, წერს, რომ „დაუმორჩილებელი გოგო ყველაზე ლამაზია“.
როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, თავად ნანუკა საციხოდ საქმეს არ გაიხდის, თუმცა ისიც და სხვებიც აქებენ ადამიანების საციხოდ გაწირვას.
„თვითონ არც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრება, არც ქუჩას გადაკეტავს, არც ფოერვერკს ისვრის, საციხოდ არ გაიხდის საქმეს, მაგრამ ეს (და სხვებიც) აქეზებენ, არომანტიზებენ, აქებენ ადამიანების საციხოდ გაწირვას და მერე წავა პარიზში დასასვენებლად“- წერს დობორჯგინიძე.