1757179938
ზაალ ანჯაფარიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ეს იყო ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებას ეხმიანება.
მისი შეფასებით, იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ეს იყო მართებული გადაწყვეტილება.
„ვიცი გაჩნდება კითხვები, ეჭვები, წყენაც, როგორც ნაცნობი აქტორების შესრულებით, ასევე ქ/ოცნების მომხრეებისგანაც. მე ვიტყვი ერთს, იმ ბეწვის ხიდზე, ეს უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ეს იყო ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც“, - წერს ანჯაფარიძე.