ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას.
მისი განცხადებით, ელჩი ვალდებულია, გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა რაც არ უნდა მოხდეს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიცია ტრამპის გარემოცვასთან კონტაქტებს უკვე ეძებს, ამიტომ, საჭიროა აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნა.
"მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს.
ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ, ვფიქრობ ბევრ ახსნას არ საჭიროებს" - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530