1755334553
სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა.
დაახლოებით, შვიდ კილომეტრამდე გზა 11 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი - სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.