იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1738958518
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკომისრების განცხადებები ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. „ევრობიუროკრატია არ იცვლება. ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის ორი ახალი ევროკომისრის კაია კალასის, მარტა კოსის დღევანდელი მოწოდებები საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების დასტურია. თითქოს copy-paste აქვთ გადმოღებული აქაური ენჯეოების და ოპოზიციის ნარატივებიდან“-წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.