მშენებლობა დასრულდა - სურამის შემოვლითი გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
1755277768
ალასკაზე გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ვლადიმირ პუტინთან კარგ ურთიერთობას და ბიზნეს ურთიერთობების შესაძლებლობა დაუშვა - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ყურადღება მივაქციე, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს, და ეს კარგია. ეს მომწონს, რადგან მათ ბიზნესის კეთება სურთ, მაგრამ ისინი ბიზნესს ვერ აწარმოებენ, სანამ ომის საკითხს არ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთთან ბიზნეს შესაძლებლობებს, ტრამპმა განაცხადა: „თუ პროგრესს მივაღწევთ, განვიხილავ, რადგან ეს ერთ-ერთია, რაც მათ სურთ; მათ ჩემ მიერ შექმნილი ეკონომიკის ნაწილის მიღება უნდათ“.
„ის [პუტინი] ჭკვიანი კაცია. ამ საქმეს დიდი ხანია აკეთებს, მაგრამ მეც ასევე. მეც დიდი ხანია ამ საქმეში ვარ და აი, აქ ვართ: ჩვენ პრეზიდენტები ვართ. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორივე მხრიდან პატივისცემაა და ვფიქრობ, რაღაც გამოვა ამ ყველაფრიდან“, - დასძინა მან.