„ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია“ - მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ

mikheil sarjve;adze

რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობად ხედავს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დიდი ხანია ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებულ ინიციატივას აქვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მანიფესტს არ შეუძლია გადაარჩინოს "ნაციონალური მოძრაობა" დაშლისგან.

ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია. არა მგონია ამ მანიფესტს ჰქონდეს რესურსი, რომ გადაარჩინოს ეს პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნეს, რომელსაც ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.