ჩეხეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არიან დაშავებულები
1743611802
”ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, სადაც პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებისგან რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართული აქციის ძალადობრივი ნაწილის შეფასებას ელის.
დათუნაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც გუშინდელ აქციაზე ხდებოდა, თავისუფალი და მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში იყო.
"სალუტებით შეიძლება რაიმე თავდასხმა მოაწყო შენობაზე? რა სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა, ეს ხომ სასაცილოა. ადამიანებს აქვთ ამ ქვეყანაში კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება თავისუფალი გამოხატვის და თავისუფალი შეკრების. ყველაფერი, რაც გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე ხდებოდა, ხდებოდა თავისუფალი და მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.