ყველაფერი მოგონილი და Fake-ია - იაგო ხვიჩია "მშვიდობიანი დამხობის" გეგმაზე

იაგო ხვიჩია

ლევან ხაბეიშვილის კამპანიას, სადაც ის "მშვიდობიან დამხობასა" და 4 ოქტომბრის რევოლუციაზე საუბრობს, არასწორად მიიჩნევს "გირჩი."

"გირჩის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული კამპანია ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის.

"არა ჭკვიანური გადაწყვეტილება მგონია ეს კამპანია, თან იმის ფონზე, რომ ამას შეეწირება თბილისის მერის არჩევნები, სადაც ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთად დამდგარიყო. ყველაფერი მოგონილია და Fake-ია, ოღონდ, ისევ ძალაში რომ იყო საარჩევნოდ ეს ბრძოლა, ამ Fake-ზე მიდის ორივე მხარე. ერთი, რევოლუციას აყალბებს, მეორე, საგამოძიებო ინსტიტუციას", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.