ისრაელში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრზე თავდასხმა, რომელსაც „ჰამასი“ გეგმავდა, აღკვეთეს

ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი

ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური იუწყება, იტამარ ბენ-გვირზე თავდასხმას დაჯგუფება „ჰამასი“ გეგმავდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბენ-გვირზე თავდასხმისთვის იგეგმებოდა დრონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება.

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო კვირებში არმიასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს „ჰამასის“ წევრები, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ჰებრონის რაიონში მოქმედებდნენ.

მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ისრაელელ მინისტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს თურქეთში მყოფი „ჰამასის“ აქტივისტები აძლევდნენ დავალებებს.

იტამარ ბენ-გვირი ჰებრონის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ცხოვრობს. ის მხარს უჭერს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას და „ჰამასთან“ რაიმე სახის მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფს. მედიის ცნობით, ბენ-გვირი ბენიემინ ნეთანიაჰუს მთავრობაში ყველა რადიკალურად განწყობილ მინისტრად ითვლება.