პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩვენ, ჩეხეთის რესპუბლიკა ჩვენი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ძალიან დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ",- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკიმ განაცხადა.
"ჩვენ ყველა დავაკვირდებით ყურადღებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, ამას სჭირდება კონსენსუსი და თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან. იმედია წლის ბოლოს ეს საკითხი გადაწყდება," - განაცხადა პეტერ მიკისკამ.
შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს. ჩეხეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა უკვე მეორედ ხდება.