ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი იდეალური არაა, ეს მუდმივი, მიმდინარე სამუშაოა - ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა... ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად - რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა

"ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ, პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით", - ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული და, როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში," - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიზიტით, ბუდაპეშტშია. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს. პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით "ევროკავშირის მომავალი: ზოგადი პერსპექტივები, ფედერალიზმი თუ ეროვნული სუვერენიტეტი". სპიკერმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია და ქვეყანა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი დამოკიდებულების მომსწრეა. შალვა პაპუაშვილს დაგეგმილი აქვს გამოსვლა კიდევ ერთ პანელზე. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვიქტორ ორბანმა და რობერტა მეცოლამ.