Sky News: თუ უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა მოხერხდება, უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

მკ

თუ უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა მოხერხდება, უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივ შემსუბუქებას განიხილავენ. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ მათ იმედი აქვთ, 15-დღიანი ზავის გამოცხადება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი.

თუმცა ამ პერიოდში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში უფრო სტრუქტურირებული პაუზა არ იქნება მიღწეული.