ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდარღვევის ფაქტები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
"ოპოზიციას რომ ჰკითხო, არაფრის მტკიცებულებები არ არსებობს ამ ქვეყანაზე - არც კონკრეტულად სილის გაწვნას არ ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ. ამიტომ, მოდი, ოპოზიციის მტკიცება გვერდზე გავწიოთ, რადგან მათი სურვილი და ნება სიმართლისგან არის 100%-ით აცდენილი. ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული და ამ ცვლილებებსაც, რაც საკანონმდებლო სივრცეში შევიდა, აქვს თავისი მყარი დასაბუთება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.