ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია კომისიას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლონ ამ საგამოძიებო კომისიასთან - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია კომისიას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლონ ამ საგამოძიებო კომისიასთან, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, საკითხს ბოლომდე მიიყვანენ.

„დამთავრდება იმ ფინალით, როგორც ეს არის დემოკრატიულ ქვეყნებში განსაზღვრული, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და სხვა არსებული კანონმდებლობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.