„ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „ნაციონალურ ფაშისტურ რეჟიმს“, პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება ან მიწაზე, ან - იქ“ - გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხანდრავა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას ეთანხმება და მხარს უჭერს. მას მიაჩნია, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ხმას აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას".

ამომრჩევლების გასამართლების ინიციატივით, "ნეიტრალური საქართველო" გუშინ გამოვიდა. ორგანიზაცია მთავარ საფრთხედ "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს. მიიჩნევს, რომ ე.წ. "კოლექტიური ნაცმოძრაობის" გასამართლება რთული იქნება, ვიდრე ადამიანთა ჯგუფი განაგრძობს მათ მხარდაჭერასა და ხმის მიცემას.

"ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს "ნაციონალურ ფაშისტურ რეჟიმს", პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება ან მიწაზე, ან იქ მოეკითხება; თავისი შვილებისგან და ჩვენგან მოეკითხება.

აღმოჩნდა ხალხი, რომელსაც ამის თქმის არ ეშინია. ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს მათ გარშემო შეკრებილს, ისინი ბოროტმოქმედებას, დანაშაულს სჩადიან, ისინი ქმნიან პირობებს საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და საკუთარი ქვეყნის დანგრევისა და გაცამტვერების.

ეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ აუცილებლად მოვკითხავთ და არ ეგონოთ, რომ რაღაცა მაღალი ინსტიტუტები არის საჭირო. ამისთვის ჩვეულებრივი ცხოვრება არის საჭირო, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ვიცით, ვინ არიან ისინი, იმათმაც იციან, ვინ ვართ ჩვენ და აუცილებლად მოეკითხებათ ყოველ მიზეზის გარეშე," - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.