ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, თუნდაც ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ელჩის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ჩემი პერსონა აღმოჩნდა ასეთი ყურადღების ცენტრში. ჩემთვის ახალი არ არის ეს. მრავალწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში მსგავსი სახის მანიპულაციები, ინსინუაციები, ტყუილები ხშირად იყო დაკავშირებული ჩემთან. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, თუნდაც ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და ინფორმაცია უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530