1746008707
ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. "ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო სათავეში, ჩათვალეთ, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში - ეს იყო ჩვეულებრივი სტატისკიტა - აბდალაძე

Facebook-ზე ვიღაცები სტატუსებს დებენ, 37 წელია და რაღაც - აი, 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მითუმეტეს სამშობლოს ღალატი, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც "ფოტოგრაფების საქმე" განიხილება.
აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი შეცვალა და ამით უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.
"დღევანდელ დღეს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო სათავეში დღეს, ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.