1755110875
„ქრისტეს ასაკში ველოდებოდი... შინაგანად მქონდა ასეთი განცდა“ - გიორგი გილიგაშვილი მძიმე პერიოდს იხსენებს

33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა“, – ამის შესახებ მსახიობმა, გიორგი გილიგაშვილმა ჟურნალ „თბილისელების“ 4 აგვისტოს ნომერში ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, ზეცა ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს. რაღაც შემთხვევას რომ შეესწრები, მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევი, როგორც ღმერთის შვილს ეკუთვნის მოქცევა თუ გულგრილი იქნები და უბრალოდ, განერიდები. თუ დავრდომილ კაცს შეხვდი, ესე იგი, ის შენი წამოსაყენებელია. თუ მშიერ ადამიანს შეხვდი, ესე იგი, შენი
დასაპურებელია. ასე რომ, ყოველი შეხვედრა, ადამიანთან თუ შემთხვევასთან, აუცილებლად ნიშანია და შენ უნდა მოიქცე, როგორც ღვთის შვილი. 33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ
ჩემი განსაცდელის ისტორია.
ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი: მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“. რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვებიაღმომხდა: დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ, ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ, 37 ისე შთაინთქა. „ძალიან ვხარობ, რომ ამ სამი უდიდესი ქართველის დაბადების დღეს ინება უფალმა ჩემი დაბადება“ – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.