1746351313
ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ახალ წელს ულოცავს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, გიგზავნით კეთილ სურვილებს, სიხარულით სავსე და წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ.
გულწრფელად თქვენი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი“, – ნათქვამია მილოცვაში.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტია. ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
საარჩევნო კოლეგიის წევრების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე დადო, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ინაუგურაციას საარჩევნო კოლეგიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში იმყოფებიან მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრებიც.
ახალმა პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში რამდენიმე ძირითად საკითხზე ისაუბრა და განსაკუთრებულად გამოყო მისი მთავარი მიზანი – ქართველი ერის გაერთიანება.