ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, სად სჭირდება ბიზნესს დახმარება და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მხრივ.
„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი იყო ჩვენი პროგრამის. ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ამაზე ცალსახად ითქვა. არ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკა ამ კუთხით და ჩამოყალიბდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია. ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან, რომელიც ქვეყანაში მიდის. მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგით, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა ბიზნესის მზაობის კუთხით. ადრე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე იყო მსოფლიოში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვაქვს. ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინტერესო, მიმზიდველი და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატია კერძო სექტორის განვითარებისთვის, თუმცა ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის კონკრეტულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე. ამის მიღმა, ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.