1748980445
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაამხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული შეტევის დეტალები გაამხილა. ოპერაცია „ობობას ქსელზე“ მან ტრადიციულ ღამის მიმართვაში ისაუბრა.
„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ „ეფ ეს ბეს“ სამმართველოს გვერდით, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34% ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, 3 საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დრონებით თავდასხმა რუსეთის სამხედრო აეროპორტებზე გუშინ განხორციელდა. უკრაინული მხარე 40 განადგურებული ბომბდამშენზე საუბრობს, რუსეთში კი მომხდარს „ტერაქტი“ უწოდეს.