ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტია, საკმარისი არ არის ქვეყნისთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის

ზელენსკი

 უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტია, საკმარისი არ არის ქვეყნისთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ კიევი ქვეყნის მომავლისთვის, გაცილებთ უფრო კონკრეტულ სამომავლო გარანტიებს საჭიროებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ფონზე უკრაინის საჭიროებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას საჰაერო დაცვის დამატებითი სისტემები და იარაღი სჭირდება.