9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1757795049
გერმანია მზად არის, უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ორი სისტემა დააფინანსოს, ნორვეგიამ - ერთი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით მას მოლაპარაკება შეერთებული შტატების პრეზიდენტთანაც აქვს.
„გერმანია მზად არის, მათთან შეთანხმება გვაქვს „პეტრიოტის“ ორი სისტემა დააფინანსონ. ნორვეგიაც მზად არის, მათ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმება მაქვს „პეტრიოტის“ ერთი სისტემა დააფინანსოს. ამ საკითხზე პოზიტიური დიალოგი გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთანაც. უკრაინა ჯამში პეტრიოტის 10 სისტემას საჭიროებს და ჩვენი გუნდი ახლა იმაზე მუშაობს, რომ დანარჩენებისთვის მოიძიოს დაფინანსება“, - აცხადებს ზელენსკი.