ვნახეთ მცდელობა იმისა, რომ აქციების პროცესში შემოტანილიყო მსხვერპლის ნაწილიც, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებდა სიტუაციას და უმართავ პროცესებს ჩაუყრიდა საფუძველს - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

"ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისა, რომ ამ აქციების პროცესში შემოტანილიყო მსხვერპლის ნაწილიც, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებდა სიტუაციას და უმართავ პროცესებს ჩაუყრიდა საფუძველს. დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებაც სწორედ ამის ნათელი დასტურია, რომ ის გეგმები, რომელიც დიდი ხნით ადრე არსებობდა, არ ხდება უკან წაღება", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემა "დღის კურიერში, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრევენციისთვის ყველა ზომას მიმართავს, რათა სიტუაციის დასტაბილურება და პროცესების მართვა შეძლოს.

"ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა პროცესებთან გაქვს საქმე და საერთოდ რა ხდება ამ აქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია. მისასალმებელია, რომ დაიკლო ძალადობის ფაქტებმა. ძირითადად ვინც რჩებიან, არიან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები. ვნახეთ არაერთი სამწუხარო ფაქტი, მათ შორის, თავდასხმები ჟურნალისტზე, ასევე არაერთი თავდასხმა პოლიციელებზე.

ნათელია, რომ ეს პროცესები კარგად ორგანიზებულია დიდი ხნით ადრე, დაგეგმილი პროვოკაციაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამის თაობაზე ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და მისასალმებელი ფაქტია, რომ ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სიტუაცია არ გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში.

ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისა, რომ ამ აქციების პროცესში შემოტანილიყო მსხვერპლის ნაწილიც, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებდა სიტუაციას და უმართავ პროცესებს
ჩაუყრიდა საფუძველს. დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებაც სწორედ ამის ნათელი დასტურია, რომ ის გეგმები, რომელიც დიდი ხნით ადრე არსებობდა, არ ხდება უკან წაღება.

ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალური სიფრთხილე მართებს. მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ გონიერება იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.