ვლადიმერ პუტინი: ვინც და როგორც არ უნდა სცადოს ჩვენთან რამის განადგურება, მიიღებს ინტენსიურ გამანადგურებელ დარტყმებს და ინანებს იმას, რაც ჩაიდინა

პუტინი

ყაზანზე უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, პუტინი უკრაინას გამანადგურებელი დარტყმებით დაემუქრა.

„ვინც და როგორც არ უნდა სცადოს ჩვენთან რამის განადგურება, მიიღებს ინტენსიურ გამანადგურებელ დარტყმებს და ინანებს იმას, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

უკრაინელებმა ყაზანზე იერიში 21 დეკემბერს 8 დრონით მიიტანეს. მათი სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები გახდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.